პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,1972 წელს დაბადებული ზ. ლ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ზესტაფონში შპს „ნატახტარი“-ს საწყობის ეზოში, ამავე კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებიდან საბურავები, აკუმულატორები და სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა