დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადავადებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადავადებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 412 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ კი 202 დეპუტატი წავიდა. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, Brexit-ის თარიღად 29 მარტი იყო დადგენილი.

აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ბრიტანეთის მთავრობამ მას შემდეგ გამოიტანა, რაც პარლამენტმა მეორედ არ დაამტკიცა ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეული შეთანხმება Brexit-ის თაობაზე.

პროცედურულად აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად უნდა მიმართოს ევროკავშირს Brexit-ის თარღის გადავადების შესახებ, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ.

ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის სამიტამდე, რომელიც 21-22 მარტს გაიმართება, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მესამედ გაიმართება კენჭისყრა ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე. თუ ბრიტანელი პარლამენტარები მხარს დაუჭერენ აღნიშნულ შეთანხმებას, მაშინ Brexit-ის თარიღის 30 ივნისისთვის გადავადება გახდება შესაძლებელი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო