საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონიამ შეხვედრა გამართა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტთან, გენერალ ჰამილტონ მოურაოსთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლოდ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

ვიცე პრეზიდენტს ეცნობა, რომ საქართველო ბრაზილიას განიხილავს რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, რაც დამყარებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობაზე. ბრაზილიურ მხარეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური რეჟიმების შესახებ, რაც ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს ბრაზილიურ კომპანიებს განახორციელონ ბრაზილიური პროდუქციის ექსპორტი შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.

საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის თვალსაზრისით, განხილულ იქნა ვენესუელაში არსებული კრიზისული მდგომარეობა. ვიცე პრეზიდენტს ეცნობა, რომ საქართველო იყო პირველი სახელმწიფო ევროპაში, რომელმაც აღიარა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად.

ბრაზილიის ვიცე - პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის უფრო მეტი საშუალება თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

აღინიშნა, რომ ბრაზილიაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად, იხსნება შესაძლებლობების ახალი სივრცე, რაც საშუალებას აძლევს ბრაზილიას გააფართოოს თანამშრომლობის არეალი პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, გამოითქვა სურვილი და მოსაზრება, ბრაზილიასა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისათვის, რაც ურთიერთ სარგებლიანი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის.

საუბრის დასასრულს, თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას და გამოთქვა სურვილი, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ეწვიოს საქართველოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა