საგარეო უწყების ინფორმაციით, კვიპროსში საზღვარზე დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ნორმალურ პირობებში იმყოფება

კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საზღვარზე დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ნორმალურ პირობებში იმყოფება, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

,,დაკავებულები ნორმალურ პირობებში არიან, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მათ საკვები არ აქვთ არ შეესაბამება სიმართლეს. მესაზღვრეები მათ მუდმივად აწვდიან საკვებს. ჩვენი საკონსულოც და კონსულიც მუდმივ კონტაქტზეა მესაზღვრეებთან“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ლარნაკას აეროპორტში საქართველოს 8 მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს და უკვე მეოთხე დღეა აეროპორტის წინასწარი დაკავების ცენტრში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, მესაზღვრეები ვერ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარს ტურისტული მიზნით კვეთდნენ. 8-ვე მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში კვირის ბოლოს იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო