Daily Mail ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან ერთად, ქართულ ენაზე, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 27 დაღუპულზე.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

აქვე, „დეილი მეილი“ ავრცელებს სურათს, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელები, მათ შორის ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში „მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“.

იხილეთ ვიდეო: დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი - წარწერები იარაღზე, რომელიც ახალ ზელანდიაში მეჩეთში 27 ადამიანის მკვლელებს ეკუთვნოდათ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა