არასამთავრობოები პარლამენტში  მივიდნენ მაისურებით, წარწერით - „კლანი უნდა წავიდეს“

„კლანი უნდა წავიდეს“ - ასეთი წარწერის მქონე მაისურებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ, სადაც დეპუტატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესთან დაკავშირებით, სამ ინიციატივაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობის შეცვლა, რომლებიც ე.წ. კლანს წარმოადგენენ, რათა სასამართლო მართლაც გახდეს დამოუკიდებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალაძე აღნიშნავს, რომ არანაირი კანონპროექტის მიღებას აზრი არ აქვს.

საიას თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე აცვიათ მაისურები წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“.

„თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ შეიცვლებიან, კლანი შეინარჩუნებს თავის გავლენებს, არანაირი აზრი არ აქვს იმას, თუ რა ჩაიწერება კანონპროექტში. თუ ჩვენ გვინდა სასამართლოს რეალური რეფორმირება, ცვლილებები სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. არა მგონია, რომ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ამისკენ იყოს მიდრეკილი“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესს განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს „ქართულ ოცნებას“, „ევროპულ საქართველოს“ და ეკა ბესელიას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა