რატი იონათამიშვილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე - უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს  სრული მხარდაჭერა ექნება

როდესაც ჩვენი ოპონენტების კრიტიკას იმსახურებს რაიმე ინიციატივა, ეს არის საუკეთესო ინდიკატორი, რათა ჩვენ მივიჩნიოთ, რომ სწორი გზით მივდივართ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა უმრავლესობის მიერ მომზადებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, რომ ოპოზიცია ირაკლი კობახიძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დაწერილს უწოდებს, რატი იონათამიშვილი ასე პასუხობს: „ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე გამჭვირვალობისა და ღიაობის ხარისხის დაცვით. აქედან გამომდინარე, მას სრული მხარდაჭერა ექნება და ის არის უმრავლესობის წევრებს შორის შეთანხმებული პროექტი".

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების განხილვას იწყებს.

საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. მათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, მეორე - ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებს, ხოლო მესამე საკანონმდებლო პროექტი ინიცირებულია “ევროპული საქართველოს“ მიერ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო