ვახუშტი მენაბდე - ვიდრე სასამართლო სისტემიდან „კლანი“ არ წავა, სისტემა ვერ გაჯანსაღდება

ვიდრე სასამართლო სისტემიდან „კლანი“ არ წავა, სისტემა ვერ გაჯანსაღდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში დაგეგმილ საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობს.

კოალიციაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე მივიდნენ მაისურებით, რომელსაც აწერია „კლანი უნდა წავიდეს“.

ეკა ბესელიას მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პროექტი მისაღებია, რადგან მასში ასახულია შენიშვნები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ წარმოადგინა. თუმცა, ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ არსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირობებში, არანაირ საკანონმდებლო ცვლილებებს და რეფორმას აზრი არ აქვს, ვიდრე სასამართლო სისტემიდან „კლანი“ არ წავა, სისტემა ვერ გაჯანსაღდება. თუკი მსჯელობა მიდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მოდელი, ჩვენ ვამბობთ, რომ საბჭო უნდა გადადგეს და კარგი პროცედურები ახალმა საბჭომ გამოიყენოს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე შეფასებით, უმრავლესობის ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტი ადასტურებს, რომ რეალურად რეფორმის სურვილი არ არსებობს და ენერგია ისეთი წესების შექმნაზე დაიხარჯა, რაც „კლანის“ ძალაუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტებს იხილავს. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში სამი საკანონმდებლო ინიციატივაა წარდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა