„ბილაინი“ მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასს სმარტფონებსა, ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებზე და მობილურ ინტერნეტს ბონუსად

მობილური ოპერატორი „ბილაინი“ („ვიონი საქართველო“) ბაზარზე შემოსვლიდან 12 წლის აღსანიშნავად, მომხმარებელს სმარტფონებზე განსაკუთრებულ ფასს და საჩუქრად მობილურ ინტერნეტს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს, შეთავაზება ძალაშია 24 მარტის ჩათვლით და მოიცავს:

ნებისმიერი ბრენდის სმარტფონის (გარდა Apple -ისა) შეძენისას ყოველთვიურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში;

ფასდაკლებას Apple -ის სმარტფონებზე და 64 გბ ბილაინის მობილურ ინტერენტს საჩუქრად ყოველთვე;

სპეციალურ ფასს Huawei Y სერიის სმარტფონებზე და ყოველთივურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში.

„მხოლოდ 15 მარტს „ბილაინის“ აბონენტები ასევე ისარგებლებენ სპეციალური ფასებით ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებზე, მათ შორის: 1 გბ - 1 ლ, 3 გბ - 3 ლ, 12 გბ - 12 ლ, 20 გბ - 15 ლ, 300 წუთი ყველა ადგილობრივ ქსელთან 3 ლ, ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან 12 ლ, ულიმიტო ერთთვიანი სმს - 2 ლ, ტარიფი „ლურჯი“ - 6 ლ, „ფრივოლუშენი“-ს ტარიფი „ულიმიტო“ - 15 ლ.

ბილაინი სმარტფონის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, მათ შორისაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi. სპეციალური შეთაზებით სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ბილაინის 36 მაღაზიას საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია „ბილაინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.