იუსტიციის მსმენელთა მე-14 ჯგუფი სასწავლო პროცესს იწყებს

18 მარტი იუსტიციის მსმენელთა მე-14 ჯგუფის პირველი სასწავლო დღეა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან აცნობეს, ჯგუფი 20 მსმენელისგან შედგება. მათივე ინფორმაციით, დღეს, სკოლის მსმენელები მიიღეს და სწავლის დაწყება მიულოცეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ და დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ტყავაძემ.

„იუსტიციის მსმენელთა სასწავლო პროგრამა მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირების ეტაპს და სემინარულ მუშაობას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საბჭოს 2019 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით გაორმაგდა იუსტიციის მსმენელთა სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა და ნაცვლად 1 000 ლარისა მსმენელები სახელმწიფო სტიპენდიას მიიღებენ თვეში 2 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს