კახა კალაძე - ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილს არანაირი სტატუსი არ ეცვლება

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილს არანაირი სტატუსი არ ეცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბოტანიკურ ბაღში 14 500 კვ.მ ტერიტორიას რეკრეაციული ზონა ერთის სტატუსი ექნება და რეკრეაციული ზონა ორი არ გახდება.

„რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი ინფორმაციაა. შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ „რუსთავი 2“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი აპირებდა რაიმე მშენებლობას. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასწორი ინფორმაცია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს ეს ტერიტორია რომ ესაზღვრება, არ ნიშნავს, რომ მესაკუთრეა", - განაცხადა მერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა