ბექა დავითულიანი - დღეს თბილისის საკრებულო ქალაქისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს

თბილისის საკრებულო დღეს თბილისის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტს განიხილავს. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც თბილისის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს და იცავს როგორც ქალაქის განვითარების, ისე მოქალაქეების ინტერესებს.

„ჩვენ დღეს ქალაქისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ ქალაქის გრძელვადიან, სწორ, სისტემურ განვითარებას უზრუნველყოფს. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციას გენერალურ გეგმასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე შენიშვნები არ აქვს. მათ გამოიგონეს თემა, რომელსაც ჰქვია 14 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, რომელზეც თითქოს ინტერესები ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეს არის სიცრუე, რადგან ამ ტერიტორიაზე ბოტანიკური ბაღი მდებარეობს, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს და მისი გასხვისება გამორიცხულია“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს