პოლონეთში, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების „კათოლიკეთა და მუსლიმთა საერთო საბჭოში“ შეხვედრა გაიმართა

პოლონეთში, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების „კათოლიკეთა და მუსლიმთა საერთო საბჭოში“ შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს პრეზიდენტები: აგატა ნალბორჩიკი (კათოლიკური თემის წარმომადგენელი) და ანდჟეი სარამოვიჩი (მუსლიმი თემის წარმომადგენელი), ხოლო ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი.

„ქართულმა მხარემ მასპინძლებს გააცნო საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვის მხრივ გატარებული რეფორმები, მიმოიხილა რელიგიის პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები და სახელმწიფოს საპასუხო, მწყობრი ნაბიჯები. „კათოლიკეთა და მუსლიმთა საერთო საბჭო“ პოლონეთში ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციაა რელიგიის სფეროში, რომელიც 25 წელია, მოღვაწეობს კათოლიკური ეკლესიისა და მუსლიმების დაახლოების სფეროში. მათ ქართულ მხარეს გააცნეს პოლონეთში არსებული გამოწვევები ინტერ-რელიგიურ ურთიერთობებში და აბრაამისეული რელიგიების მჭიდრო თანამშრომლობა საერთო ღირებულებების გარშემო. პოლონეთის მოსახლეობის 90% კათოლიკე ქრისტიანია, კათოლიკურ ეკლესიას კონკორდატი აქვს გაფორმებული სახელმწიფოსთან, ხოლო მუსლიმები 40 000 კაცით წარმოადგენს მოსახლეობის 0.1%-ს.

„კათოლიკეთა და მუსლიმთა საერთო საბჭოს“ წარმომადგენლებთან დიალოგში გამოიკვეთა ორმხრივი თანამშრომლობის ინტერესი და დაიგეგმა მათი ვიზიტი საქართველოში”, - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა