ვლადიმერ ჩაჩიბაია - შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გენერალ-მაიორი გამოეხმაურა იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ჯარში სისტემური პრობლემებია.

„მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია. სამწუხაროა ის, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ბევრი ადამიანი ხდება საქართველოს მტრების ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. ეს არის სამწუხარო ფაქტი, როდესაც საქართველოს ძალები აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო მისიებში და თავისი მაღალი დისციპლინით გააქვთ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ. დისციპლინის საკითხი არ არსებობს არსად უნივერსალური. ყველაგან არის გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება მყისიერი რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველთვის", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა