თამარ ხულორდავა - უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დანაშაულია

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრანტთა რაოდენობა არის გაზრდილი, -ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელზეც საკანონმდებლო ინიციატივას განიხლავდნენ, რომლის მიხედვითაც, ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

მისივე თქმით, უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა დანაშაულია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.

„თუ ადამიანი ფინანსურ სარგებელს იღებს იმით, რომ ვიღაცას უკანონოდ დარჩენაში ეხმარება, ამ შემთხვევაში ის ექცევა გარკვეული სანქციების ქვეშ. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის სადამსჯელო სანქცია. ეს არის კანონით აკრძალული ქმედება, რომელიც არავინ არ უნდა ჩაიდინოს და ამ შემთხვევაში არც სანქციის გამოყენება გახდება აუცილებელი“, - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, კანონპროექტით პრობლემა არ შეექმნება არავის, ვინც კანონის ფარგლებში საქმიანობს.

„მე მოვისმინე გარკვეული წუხილი, თუმცა თუ ტურისტული კომპანია საქმიანობს კეთილსინდისიერად, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს