ელჩი ახალ ზელანდიაში ტერაქტის შემდეგ ამოღებულ იარაღზე ქართული წარწერის შესახებ - ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ გაგვაჩნია

არ დასტურდება ერთი მხრივ, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა, მეორე მხრივ, ქართულ მხარეს არანაირი ინფორმაცია ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიაში, გიორგი დოლიძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან ერთად, ქართულ ენაზე, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია.

მისივე თქმით, მომხდარი თავდასხმის შემდეგ საქართველოს საელჩო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ახალ ზელანდიურ მხარეს.

„ამ ეტაპისთვის არ დასტურდება დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა. პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში ვართ კონტაქტზე პარტნიორებთან. საელჩოს მიერ სათანადო ინსტრუქციების თანახმად გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი.

რაც შეეხება წარწერებსა და მჭიდებს, ერთადერთი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის, რომ ქართულ მხარეს არანაირი ინფორმაცია ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არ გააჩნია. გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე არ დაგვკავშირებიან. წარწერების შესახებ კომუნიკაცია გამოძიების მხარის პრეროგატივაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის არავის ოფიციალურად არ მოუმართავს, არ გაგვაჩნია არანაირი ინფორმაცია, რომ ეს წარწერები არის ავთენტური და ნამდვილად იყო მჭიდებზე. მჭიდებზე წარწერები ქართულის გარდა ბევრ სხვა ენაზეა და სხვადასხვა მხედართმთავარია ნახსენები", - აღნიშნა ელჩმა.

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40 ადამიანამდე გაიზარდა. „დეილი მეილმა“ გაავრცელა სურათი, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელები, მათ შორის ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა