ირაკლი სესიაშვილი ახალ ზელანდიაში ტერაქტზე - მოვუწოდებდი მთავრობას, სუს-ის წარმომადგენელიც ჩართოს ამ გამოძიებაში

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მთავრობას ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ჩართვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, მთავრობამ ადგილზე წარმომადგენელი უნდა გააგზავნოს, რათა ინფორმაციაზე წვდომა მიიღოს.

„პირველ რიგში ძალიან მძიმე ფაქტი არის. ვუერთდები საერთაშორისო მწუხარებას. გამოძიება უნდა ჩატარდეს. მე მოვუწოდებდი მთავრობას, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელიც ჩართოს ამ გამოძიებაში, გააგზავნოს, რომ გვქონდეს წვდომა მეტნაკლებად შესაძლო ინფორმაციაზე. წინასწარ კომენტარი გამიჭირდება, შემაშფოთებელია ცალსახად"-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. Daily Mail ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან ერთად, ქართულ ენაზე, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში „მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა