ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად დაიცავენ ჩვენ ჯარისკაცებს

ჩვენი ხელისუფლების პირობებში შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად დაიცავენ ჩვენ ჯარისკაცებს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

„გამოძიების დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. ცუდი ფაქტი მოხდა, სამინისტროს დროული რეაგირება ჰქონდა და ასეც იქნება ყოველთვის. ვიღაცეები რომ საუბრობენ სისტემურ პრობლემებზე, მათ საკუთარ წარსულში ჩაიხედონ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორივე დაკავებული ახალწვეულია.

შეგახსენებთ, რომ ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო