წყალტუბოში პოლიციელებს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ

წყალტუბოში პოლიციელებს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ნინო ჩირგაძის განცხადებით, მისი 17 წლის შვილი 10 მარტს პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, პოლიციამ მისი შვილი შურისძიების გამო დააკავა.

„10 მარტს ქუჩაში დააკავეს, გადაიყვანეს გაურკვეველ ადგილზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელზე სიგარეტი დააწვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩემს შვილს დედასთან დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ და ატყუებდნენ, რომ ოჯახში დარეკილი ჰქონდათ. განსაკუთრებული სისასტიკით ბაკური გიორგობიანი გამოირჩეოდა. მოვითხოვ, დამნაშავეებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება და დაისაჯონ,“ - განაცხადა ნინო ჩიგრაძემ.

ამასთან, დედის თქმით, მისი შვილი პირობით მსჯავრით იყო გათავისუფლებული. მისივე განცხადებით, სასამართლოს შემდეგ შვილი არ უნახავს და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ადვოკატის მეშვეობით იგებს. ადვოკატის ინფორმაციით კი, დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმებულია და ის დედასთან შეხვედრას ითხოვს.

არასრულწლოვანი ნ.შ ამ დროისთვის ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის ცნობილია და უკვე დაწყებულია ფაქტის შესწავლა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო