ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შემთხვევა დიდი ალბათობით, ეს არის არაადამიანური მოპყრობის საქმე, რასაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, - ამის შესახებ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების სამეზე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი, არ არის გამორიცხული, რომ ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „ემპათიამ“ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართოს.

როგორც მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, კვარაცხელაის გარდაცვალების საქმის ზედამხედველობას ცენტრი „ემპათია“ თავისი სამართლებრივი დეპარტამენტისა და საექსპერტო დეპარტამენტის მეშვეობით აწარმოებს. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი ახალგაზრდის სხეულს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, „ემპათიის“ ექსპერტის მონაწილეობით ჩაუტარდა.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საკმაოდ არაადამიანური პირობების მქონე. ე.წ. კარცერში იმყოფებოდა, სადაც პრაქტიკულად პატიმრობის გაერო-ს მინიმალური სტანდარტებიც კი დარღვეულია, შესაბამისად, ადამიანის გარდაცვალებას სავარაუდოდ წინ უძღოდა გარკვეული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა. ამაზე პასუხი ალბათ გამოძიების და საბოლოო ექსპერტიზის შედეგებით იქნება ცხადი. ამიტომ, ჩვენ საქმე გვაქვს არაადამიანურ მოპყრობასთან.

ეს იყო ადამიანის მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თვითმკვლეობას წინ უძღოდა ის, რამაც ადამიანი ამ ზომამდე მიიყვანა. შესაბამისად, სამართლებრივად ეს არის საერთაშორისო სტანდარტებისა და გაერო-ს კონვენციის, წამების საწინააღმდეგო კონვენციის დარღვევა, ამასთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ქეისს, საბოლოოდ შევიტანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ რუსეთის მხარე მონაწილეობას არ მიიღებს გამოძიებაში, ამასთან, დამნაშავე პირების იდენტიფცირებასა და მათ დასჯას არ მოახდენს. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ასეე გამოძიებისგან ველოდებით სისხლის სამართლის საქმის მასალებს და შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება კომპლექსურ -კომისიური ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტები. უკვე ექსპერტიზა გასცემს პასუხს, შეკითხვაზე, თუ რასთან გვქონდა საქმე და არაადამიანური მოპყრობის რა მეთოდები იქნა გამოყენებული“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა