თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს

თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შესატან ცვლილებებს.

თბილისის ახალი გენგეგმის პროექტი სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარმოადგინა. განხილვას ოპოზიციონერი დეპუტატები არ დასწრებიან.

მაია ბითაძის თქმით, ახალი გენგეგმა 2009 წლის გენგეგმასთან შედარებით თბილისში რეკრეაციული ტერიტორიების საერთო რაოდენობას 4,5 მლნ კვადრატულზე მეტით ზრდის.

„სამშენებლოდან არასამშენებლო ზონებში გადატანილი მიწის ნაკვეთების საერთო ჯამი არის 6 მლნ-ზე მეტი, რაც თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ რაოდენ ორიენტირებულია გენგეგმა მწვანე ქალაქის კონცეფციის რეალიზებაზე. მწვანე ქალაქთან მიმართებით იდენტიფიცირებულია ის არეალები, სადაც უნდა განვითარდეს ახალი მასშტაბური საქალაქო პარკები, რომელთა პროექტების განვითარება მუნიციპალიტეტს დაწყებული აქვს, კერძოდ, დიღმის ჭალებსა და თემქის ხევთან მიმართებით. საუბარია 7 და 20 ჰა სრულიად ახალ საპარკო ტერიტორიებზე. ასევე, მწვანე ქალაქის კონცეფციის ნაწილად განიხილება ის, რომ ქალაქის გარშემო გაუნაშენიანებელი ტერიტორიების მკაცრი დაცვის რეგულირება შემოდის რეკრეაციული ზომების სახით. მწვანე ქალაქის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ასევე ის, რომ 2%- დან 46% - მდე გაიზარდა სატყეო ზონების ფართობი. საჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ თბილისის სატყეო ზონების ინვენტარიაზაცია არ განხორციელებულა, რაც უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია თბილისის ეკოსისტემის დაცვისათვის. გენგეგმის გაგრძელებაა შეკავშირებული ქალაქი, რაც თავის თავში მოიცავს იმას, რომ დადგინდა განაშენიანების კონტური, როგორც ქალაქის განაშენიანებული ნაწილისათვის, ასევე შემოერთებული სოფლებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მკაფიოდ იქნა დატანილი რუკაზე ისტორიულ-კულტურულ-ლანდშაფტური ზონა, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ზონა გამქრალი იყო რეგულირების სფეროდან. შეკავშირებული ქალაქის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ისიც, რომ გენგეგმაზე მოცემულია ის პოტენციური ტერიტორიები, რომელიც უნდა დაზუსტდეს სატრანსპორტო პოლიტიკის ორი დოკუმენტით, რომელმაც უნდა განსაზღვროს როგორც სამარშრუტო სქემები, ასევე კავშირები მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროსთან. უნდა განსაზღვროს კავშირები ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა