აკაკი ბობოხიძე მოსამართლეებზე - უკვე საერთაშორისო პოლიტიკაშიც გადაიჭრნენ ბიჭები - საერთოდ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე!

არათუ შიდაპოლიტიკური განცხადებები, არამედ უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები, - ასე შეაფასა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნასთან დაკავშირებით ზოგიერთი უვადოდ დანიშნული მოსამართლის განცხადება.

„დიახ, არ ვენდობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ოღონდ არ შეიძლება არ ნდობა გადაიქცეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებაში, კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ არ გავდივართ ანუ კონსტიტუცია ზოგად ნორმას აწესებს, ამ ფარგლებს გარეთ არ გავდივართ. სწორედ იმის გამო, რომ არ ვენდობით, ვცდილობთ, რომ კანდიდატების წარდგენა ისე გაკეთდეს, რომ მათზე დამოკიდებულება და მათი მონაწილეობა იყოს ნულოვანი, იმიტომ რომ კონსტიტუცია , კანონი უკრძალავს მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებების კეთებას და არა თუ შიდაპოლიტიკური განცხადებები, არამედ უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებების შეფასებები დაიწყეს. საერთოდ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო