ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლები აცხადებენ, რომ ცხედარს წამების კვალი აღენიშნება

ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობელმა, პაატა უზარაშვილმა განაცხადა, პირადად დაათვალიერა ირაკლი კვარაცხელია ცხედარი და მას სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები აღენიშნება.

„მას წამების კვალი აღენიშნება. ბავშვი მოკლეს და მერე ჩამოკიდეს, ვითომ თავი ჩამოიხრჩო. ირაკლი თავს არ ჩამოიხრჩობდა იმიტომ, რომ ეკლესიურად ცხოვრობდა, მართლმადიდებელი იყო და ამას არ იზამდა. ცემისგან ყურიც გალურჯებული აქვს“, - განაცხადა უზარაშვილმა.

„ირაკლის ხსეულზე დალურჯებები შევამჩნიეთ. დაზიანება მიღებული აქვს თავისა და ზურგის არეში. ვერსიების გამოთქმისგან თავს ვიკავებ. ველოდები გამოძიებას, მირჩევნია გავიგო გამოძიებისა და ექსპერტის საბოლოო პასუხებ“, - განაცხადა ანა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო