ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის ტენდერის ჩაშლამ საერთაშორისო ინვესტორებს კითხვები გაუჩინა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის ტენდერის ჩაშლამ კითხვები გაუჩინა საერთაშორისო ინვესტორებს, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა კონსორციუმის მიერ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ბანკებმა ეს შეკითხვა 8 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს მთავრობას და მთავრობამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებლად ჩაატარებს ამ ტენდერს და სრულად იღებს იმ პასუხისმგებლობას, რომ გზა და რკინიგზა პორტამდე მიიყვანოს“, -აცხადებს ახვლედიანი.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება სახელმწიფოს მიერ 18 კილომეტრი გზის გაყვანა. ხაზარაძემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ გასული წლის განმავლობაში ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ტენდერი სამჯერ ჩაიშალა.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 11 მლნ ლარი იყო ჩადებული, მაგრამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 3-ჯერ გამოცხადებული ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის 11 მლნ ლარია გათვალისწინებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს