ანა დოლიძე - რაც უფრო დიდხანს და ჩუმად გაგრძელდება გამოძიება, მით უფრო მეტი საფრთხე დაემუქრება ანაკლიის პორტის პროექტს

არსებობს რეალური საშიშროება, რომ რაც უფრო დიდხანს და ჩუმად გაგრძელდება პროკურატურის გამოძიება, მით უფრო ბევრი კითხვის ნიშანი დარჩება და მეტი საფრთხე დაემუქრება ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დოლიძის თქმით, ფაქტია, რომ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრ რამეს, უკეთეს ინფრასტრუქტურას და სულ მცირე 5000 დასაქმებულს ჰპირდება, არსებობს კითხვები.

„ამ ეტაპზე ვხედავ, რომ ძირითადი გამოსავალი არის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც ყველა, მათ შორის მოსახლეობა, ყველა კითხვაზე, მათ შორის მამუკა ხაზარაძის მიმართ დამოკიდებულებაზე, ინვესტიციაზე, წერილზე, იმაზე თუ რა პრობლემები აქვს ამ პროექტთან დაკავშირებით რუსეთს, გამჭვირვალე პასუხებს მიიღებს“, -აცხადებს დოლიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო