„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი - მთავარი რისკი პორტის აშენებაა, ანაკლიის პორტი თუ აშენდება, ტვირთი აუცილებლად იქნება

მთავარი რისკი პორტის აშენებაა, ანაკლიის პორტი თუ აშენდება ტვირთი აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა კონსორციუმის მიერ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, არის რიგი ფაქტორები, რაც სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა და პროექტის გრძელვადიან წარმატებულობას განაპირობებს, სწორედ ამ ფაქტორების დაზღვევა უნდა 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს მთავრობისგან.

„ეს მოთხოვნა არანაირად არ ითვალისწინებს ჩვენი, როგორც ინვესტორების თანხის დაზღვევას, არ ეხება სამშენებლო რისკს. აქ მთავარი არაა ტვირთბრუნვის დაზღვევა. ზოგადად ტვირთბრუნვის პროგნოზი ძალიან დადებითია. მთავარია არ დაირღვეს გრძელვადიანი სტაბილურობა, რამაც შესაძლოა, პორტში ტვირთები შეამციროს. იმის რისკი, რომ მთავრობას მოუწიოს თანხების გაღება ძალიან დაბალია. მთავრობამ უნდა აიღოს რისკი მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, რათა ეკონომიკაში და მათ შორის სატრანსპორტო სექტორში არ იყოს რყევები“, - აცხადებს ახვლედიანი.

ახვლედიანის თქმით, პროექტის წარმატება მრავალ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელასც ვერც კონსორციუმი და ვერც ბანკები ვერ დააზღვეევნ და მათი დაზღვევა მთავრობის პრეროგატივაა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა