თამარ ხულორდავა ხურვალეთზე - განგაშის საფუძველი არ არსებობს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოუკვეთავთ - განგაშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განუცხადა.

ხულორდავას თქმით, ის ფაქტი, რომ ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს, არც ერთი ოფიციალური წყაროს მიერ არ დასტურდება.

ხულორდავა გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციად აფასებს და ყველას მოუწოდებს მეტი წინდახედულობისკენ.

„უპასუხისმგებლობაა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც გვაქვს ჩვენი უწყებებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან, არ დასტურდება ინფორმაცია, რომ მათ გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.