საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორს შეხვდნენ. ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით ცენტრის აქტუალური მიღწევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი - აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, დღეს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორს - გიორგი ვაშაკიძესა და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრა, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში შედგა, მიზნად ისახავდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით ცენტრის აქტუალური მიღწევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობას.

ცენტრის დირექტორმა წარადგინა პრეზენტაცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები“. როგორც გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, ცენტრის ყველა მიღწევა და სამომავლო გეგმები ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, რაც საბოლოო ჯამში, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრაციას უზრუნველყოფს.“-აღნიშნულია ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო