უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული ინიციატივების განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 16 მარტის სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში „ევროპული საქართველოს“ და ასევე, დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონის პროექტების განხილვას გეგმავს, თუმცა როგორც ცნობილია, ეკა ბესელია კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე პროექტის წარდგენას არ აპირებს.

გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამავე თემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის საკანონმდებლო წინადადებას.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის ექვი დეპუტატი მიერ ინიცირებულ პროექტს, კომიტეტში მასზე მსჯელობა მომავალ კვირას - 18 მარტს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა