აშშ-ის თავდაცვის ატაშე  - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ეს დამოკიდებულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის კომპეტენციასა და სტაბილურობაზე, - ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

„სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას მინდა აღვნიშნო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თუ ჯაველინების მიმართულებით. ხაზგასასმელია საქართველოს შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. საქართველოს ურთიერთთავსებადობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. მომავალ კვირას საქართველო მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას, რაც ნამდვილად უჩვეულოა, რომ ნატო-ს ეგიდით წარმოებული სწავლება ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება.

ინსტიტუციონალიზაცია, რაზეც მინისტრმა იზორიამ და გენერალ-მაიორმა ჩაჩიბაიამ დღეს ისაუბრეს, ძალიან მაღალ დონეზეა. ამაზე მეტყველებს საქართველოს თავდაცვის ძალების უპრეცედენტო განვითარებაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ხელმძღვანელობის კომპეტენციისა და სტაბილურობის შედეგია. კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს