განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ  უნივერსიტეტს ესტუმრა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით ცენტრის აქტუალური მიღწევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

უწყების ცნობით, ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ,,უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები.“ ასევე აღნიშნა, რომ ცენტრის ყველა მიღწევა და სამომავლო გეგმები ემსახურება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრაციას ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, გააგრძელებს შეხვედრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო