ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ზაზა კაპანაძე დაიკითხა. მისი თქმით, 2016 წლის ივლისში მუშაობდა მორიგე ოპერატორად და შეტყობინების დროს შემთხვევის ადგილზე გავიდა.

გამომძიებელმა გაიხსენა, რომ შემთხვევის ადგილზე მერაბ კვირიკაშვილის დაკითხვა ვერ მოხერხდა, მეორე დღეს კი მორაგბემ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გამომძიებლებს ინფორმაცია მიაწოდა.

ზაზა კაპანაძის თქმით, ექსპერტიზამ პირველ დასკვნაში, მოწმეების ჩვენებაზე დაყრდნობით, მიუთითა, რომ შემთხვევაში სხვა ავტომობილი არ ფიგურირებდა.

გამომძიებლის განმარტებით, მერაბ კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ მისი ქმედება პროვოცირებული იყო ღია ფერის ავტომობილის მანევრირებით. ადვოკატის განცხადებით კი, კვირიკაშვილის ჩვენების შემდეგ გამოძიებას დამატებით არ დაუკითხავს, მერაბ კვირიკაშვილის ავტომობილის უკან მოძრავი ავტომობილის მძღოლი, რაზეც გამომძიებელმა განმარტა, რომ მოწმის დამატებითი დაკითხვა საჭიროდ არ ჩაითვალა.

სხდომას ადვოკატთან ერთად ესწრებოდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი. პროცესს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვებოდა. მომდევნო პროცესი 5 აპრილს ჩაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა