გიორგი ტყემალაძე - ოპოზიცია გენგეგმის განხილვის უარყოფით კონტექსტში გადატანას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ კომპანია“თოლიასთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემა 1 ლარად მოხდა, საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადებებით, დედაქალაქის გენერალური გეგმის განხილვის უარყოფით კონტექსტში გადატანას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„გაოცებული ვარ ხაბეიშვილის ფანტაზიის უნარით. გასაგებია, რომ ყველანაირად ცდილობს გენერალური გეგმის განხილვა უარყოფით კონტექსტში გადაიტანოს, მან რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა. ერთ-ერთის დროს პირადად მეც მომმართა. კონკრეტულად, „თოლიასთან“ დაკავშირებით ზონის ცვლილებებსა და ტერიტორიის 1 ლარად გადაცემაზე. მე ვთხოვე კომპანიის წარმომადგენლებს დოკუმენტების მოძიება. მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ ნახსენებმა კომპანიამ ეს ტერიტორია 2 მილიონ 400 ათას ლარად შეიძინა და ჩემთვის გაურკვეველია, რატომ ამტკიცებთ, რომ გასხვისება ერთ ლარად მოხდა. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რაც შეეხება ზონალური სტატუსის ცვლილებას, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დედაქალაქში ზონალური ცვლილებები, მხოლოდ ექსპერტების რეკომენდაციით ხდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა