ბექა დავითულიანი - ახალი გენერალური გეგმა არის რეალისტური, რომლის მიღებასაც დედაქალაქისთვის საკმაოდ დიდი პოზიტივის მოტანა შეუძლია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტს განიხილავენ. სხდომაზე დეპუტატები დოკუმენტთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ“ ბექა დავითულიანმა დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი გენერალური გეგმის მიღებით საკრებულო ქაოტური განაშენიანების მოგვარებისკენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგამს.

„ჩვენ დღეს წესით უნდა გვქონდეს საზეიმო განწყობა. ახალი გენერალური გეგმა ქაოტური განაშენიანების მოგვარებისკენ წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამ დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქში იზრდება მწვანე სივრცეები, ასევე მოგვარდება გარემოსდაცვითი საკითხები და სატრანსპორტო პოლიტიკა. გენგეგმის დახვეწაზე, „სითი ინსტიტუტთან“ ერთად, დიდხანს მუშაობდა თბილისის მერია და ამ პროცესში საკრებულო აქტიურად იყო ჩართული. როგორც ჩანს, მივიღეთ მთელი რიგი მიმართულებით მართლაც დახვეწილი დოკუმენტი“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს დოკუმენტთან დაკავშირებით არსებითი შენიშვნები არ აქვთ. გარდა გამოგონილი 14 ათასი კვადრატული მეტრი მიწისა, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაა.

„ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ინტერესები აქვს. მინდა განვმარტო, რომ ბოტანიკური ბაღი არის ისტორიულ-ლანდშაფტური დაცვის ზონა. მისი გასხვისება, ან რაიმე სხვა განვითარება არის გამორიცხული. ამ ტერიტორიას დღემდე მოქმედი გენგეგმით რეკრეაციული ზონა 1-ის სტატუსი ედო და ახალი გენგეგმითაც იქნება სტატუსი, რეკრეაციული ზონა 1 ექნება“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სხდომაზე ბექა დავითულიანი ოპოზიციის კიდევ ერთ ბრალდებას გამოეხმაურა, თითქოსდა დედაქალაქში რეკრეაციული ზონები მცირდება. ბექა დავითულიანის თქმით,

ახალი გენერალური გეგმით თბილისში მწვანე საფარი 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება.

„არ მაქვს ილუზია, რომ ეს დოკუმენტი არის იდეალური, ახალი გენერალური გეგმა არის რეალისტური, რომლის მიღებასაც დედაქალაქისთვის იმაზე მეტი პოზიტივის მოტანა შეუძლია, ვიდრე დღემდე მოქმედს“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს