რევაზ სოხაძე - ოპოზიციის მიზანი მხოლოდ  ხმაურიანი განცხადებების გაკეთებაა და არა სამუშაო პროცესში მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მსჯელობენ, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ სურს და მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით შემოიფარგლებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები არ დაესწრნენ კომისიის სხდომას, სადაც საქმიანი საუბარი იყო გენერალური გეგმის დახვეწაზე. მათი მიზანი მხოლოდ სხდომაზე ხმაურიანი განცხადებების გაკეთებაა. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, ვიყოთ იმ პროცესის მონაწილეები, რაც ქალაქში უნდა განხორციელდეს. ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ ქაოტურ მშენებლობებზე, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს. ქაოტური მშენებლობები დაიწყო 2000-იან წლებში, ზვავივით აგორდა და წალეკა ჩვენი ქალაქი. მინდა კონკრეტული მაგალითები მოვიყვანო - ჩვენ რა გადაწყვეტილებასაც ვიღებთ დღეს. ეს არის ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბებასთან დაკავშირებით, რომლის აკრძალვაც ხდება და სამწუხაროდ ამაზე ხაზგასმა არ მიმდინარეობს. მე ჩემს კოლეგებს სიტყვით გამოსვლის შემდეგ გადავცემ სამ ზონალურ შეთანხმებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გიგი უგულავას ხელმოწერით განხორციელდა, სადაც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაიცა დაუშვებლად მაღალ კოეფიციენტებზე ნებართვები“,- განაცხადა სოხაძემ.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ კონკრეტულ მისამართებზე, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებს, ზონალური ცვლილებები განხორციელდა და სამშენებლო ნებართვები წინა ხელისუფლების დროს გაიცა.

„ყველაფერი ეს, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, დღეს უნდა დასრულდეს. დღეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და მე დარწმუნებული ვარ, საამაყოდ გვექნება, რომ სწორედ ჩვენი საკრებულოში ყოფნის დროს მოხდა გენგეგმის დამტკიცება“, - აღნიშნა სოხაძემ.

მისივე თქმით, გენერალური გეგმა ვერ გამოასწორებს იმას, რაც წლების განმავლობაში ფუჭდებოდა, მაგრამ ეს დოკუმენტი არის იმის გარანტია, რომ არცერთ ხელისუფლებას არ ექნება ქალაქის დამახინჯების უფლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო