გიორგი ბირბიჩაძე - დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ მივიღებთ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტის განხილვისას, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გიორგი ბირბიჩაძემ დოკუმენტი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეაფასა და კენჭისყრის დღეს ისტორიული თარიღი უწოდა.

„დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ჩვენ მივიღებთ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, რომელიც დედაქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში და საშუალებას მოგვცემს, თბილისის განვითარება მოხდეს სწორად და თანმიმდევრულად“, - განცხადა ბირბიჩაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უდიდესი შრომაა გაწეული იმისათვის, რომ გენერალური გეგმა თბილისისა და თბილისელების ინტერესებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში ყოფილიყო. დეპუტატმა დედაქალაქის მერიას, სითი ინსტიტუტს, დარგის სპეციალისტებსა და დეპუტატებს სამუშაოს წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის გარანტი იმისა, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ ქალაქის ქაოტური განაშენიანების მანკიერ პრაქტიკას, რაც, დამეთანხმებით, თითოეული თბილისელის ოცნებაა, ამიტომ, ვულოცავ თბილისს და თბილისელებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალ გენერალურ გეგმას”, - განაცხადა ბირბიჩაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა