სოფო კილაძე ადამიანის უფლებების საკითხებში გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს  შეხვდა

ბერლინში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითხებში, ბერბელ კოფლერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სოფო კილაძემ მთავრობის წარმომადგენელს გააცნო მიმდინარე რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის სასამართლო რეფორმა, ბავშვის უფლებებისა და სოციალური მუშაობის შესახებ მიმდინარე რეფორმები და სხვა. კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას და განსაკუთრებით გამოყო ახლახან, გალში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას საკითხი.

„კოფლერი დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიმდინარე რეფორმებით. ამასთან, ჩვენ გვაქვს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო ბერკეტები, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დასაცავად“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს