მაია ცქიტიშვილი - ყველას მოვუწოდებ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავავრცელოთ, რომელმაც შესაძლოა, სახიფათო მოვლენების განვითარება გამოიწვიოს

სახელმწიფო სტრუქტურები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, ასე რომ, არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა საზოგადოებას მოუწოდა, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხურვალეთში სიმშვიდეა.

“პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ ავყვეთ იმ ცრუ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება - ხოლმე. მოვისმინეთ როგორც სუს-ის, ისე სხვა უწყებების განცხადებები. ვიცით, რომ არაფერი არ ხდება და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს. სახელმწიფო სტრუქტურები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, ასე რომ არავითარი პანიკის საფუძველი არ არის და ნამდვილად ყველას მოვუწოდებ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავავრცელოთ, რომელმაც შესაძლოა, ძალიან სახიფათო მოვლენების განვითარება გამოიწვიოს. ხურვალეთში არის მშვიდობიანი ვითარება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასტურიც, ასე რომ ამ ეტაპზე არავითარი ნერვიულობისა და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა