ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი - სოციალურ ქსელში მე  დავწერე, მიშველეთ, რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ ხურვალეთში-მეთქი

მე ვარ თვითმხილველი, რომელმაც დავინახე, როგორ იდგა კბილებამდე შეიარაღებული რამდენიმე რუსი ოკუპანტი ხურვალეთის ერთ-ერთი მცხოვრებლის ეზოში, სახეზე ნიღბები ეკეთათ,- ამის შესახებ სოფელ ხურვალეთში, მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ახალგაზრდები ჩემთან სოფელში აპირებდნენ მოსვლას და დაბადების დღის გადახდას. მიკავშირდებიან ხოლმე ახალგაზრდები იმისთვის, რომ მოხუცები გაამხიარულონ. დარეკილი ჰქონდათ, მოვდივართო. ჩემ სახლთან რამდენიმე მანქანამ როცა გაიარა, ვიფიქრე, მოვიდნენ და ახალაგებულ კოშკურას ათვალიერებენ-მეთქი. ამ კოშკურასთან 200 მეტრში ვცხოვრობ. დავინახე რამდენიმე ოკუპანტი და შევწუხდი, აფხაზეთის ომი გადავიტანე და საშინელებაა ჩემთვის რუსი ოკუპანტის ნახვა. მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული ვნახე, სოციალურ ქსელში დავწერე, მიშველეთ, რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ ხურვალეთის ტერიტორიაზე-მეთქი“, - აცხადებს სალია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა