დავით ქაცარავა - თუ ხურვალეთში  ოკუპანტები არ არიან, პირველი  ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე

თუ ხურვალეთში ოკუპანტები არ არიან, პირველი ქალბატონი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე. თუ არაფერი მომხდარა, მაშინ ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმიტომ, რომ პანიკა ავტეხეთ, მაგრამ რეალობა სხვაა, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ "ინტერპრესნიუსს" სოფელ ხურვალეთში განუცხადა.

მისი თქმით, ხურვალეთის მცხოვრებმა ლუდა სალიამ დღეს საკუთარი თვალით ნახა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ქაცარავას განმარტებით, თუ ეს დეზინფორმაციაა,მაშინ სალიასთან ერთად ბოდიშს მოიხდის, თუმცა მისი თქმით, სალიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პოლიციამ დღეს ხურვალეთში შესვლის საშუალება არ მისცა.

„თუ ეს არის დეზინფორმაცია,თუ ოკუპანტები არ შემოსულან და დღევანდელი დღე გუშუნდელისგან არაფრით განსხვავდება, ,მაშინ რატომ არ გვიშვებენ ხურვალეთში?! ასეთი პანიკის ფონზე, ხომ ძალიან მარტივია, ყველანი შევიდეთ იმ ბაღებში და ვნახოთ, რომ არ არიან ოკუპანტები. თუ ოკუპანტები არ არიან იქ, პირველი ქალბატონი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე. თუ არაფერ არ მომხდარა, მაშინ ბოდიში გვაქცს მოსახდელი იმიტომ, რომ შევქმენით პანიკა,მაგრამ რეალობა სხვაა.სინამდვილეა ის, რომ აქ არის კორდონი და ხურვალეთის მისასვლელთანაც არ გვიშვებენ“, - განაცახადა დავით ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო