აკაკი ზოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვაშორეთ ამ ქვეყანას იმიტომ,  რომ არ გამოჩნდა ნორმალური ოპოზიცია

ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიციის გარეშე ამ ქვეყენას წარმატება არ უწერია - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7 VS 1“ განაცხადა. აკაკი ზოიძემ სახელისუფლებო გუნდიდან წასული წევრების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს გუნდი კონსტრუქციულ და ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს ხელისუფელაბას.

„მე პირველ რიგში გამოვხატავ დიდ პატივისცემას ამ ადამიანების მიმართ, ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად 2 წელი გამოვიარეთ და ზოგიერთ მათგანთან უფრო მეტიც, ვისურვებდი რომ ისინი ყოფილიყვნენ წარმატებულები და ჩვენ ერთად ვყოფილიყავით წარმატებულები, მათ შორის ქვეყნის მშენებლობაში იმიტომ, რომ ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიციის გარეშე ამ ქვეყენას წარმატება არ უწერია, ოღონდ ეს ოპოზიცია უნდა იყოს კონსტრუქციული და არა ჩასაფრებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვაშორეთ ამ ქვეყანას იმიტომ, რომ არ გამოჩნდა ნორმალური ოპოზიცია, რომელიც ჩაანაცვლებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, პირდაპირ გეუბნებით, ეს ხალხი ლამის „ანონიმკებს“ აგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომ ქვეყანას ზიანი მიაგდეს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა