ქეთევან ციხელაშვილი -  აღვიჭურვოთ პასუხისმგებლობით და  ამ ქვეყანას ვაკმაროთ,   რა უბედურებებიც გადაგვხდა თავს

დღეს, იცით თქვენ, რომ გავრცელდა ზოგი მართებული და ზოგიც არამართებული, მცდარი ინფორმაცია. ვინც ავრცელებდა, არ ვიცი ამას მიზანმიმართულად აკეთებდა თუ არაშეცნობით, მაგრამ ნამდვილად აკეთებდნენ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც მოსახლეობაში პანიკას თესავდა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქრთველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ხურვალეთთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას გააკეთა.

„რუსი ჯარისკაცები, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ, სადაც საუბედუროდ 2008 წელს შემოვიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია და როდესაც შეიარაღებული ადამიანები დასახლებულ პუნქტებთან და ფაქტობრივად გაყოფილ სოფელში ახლოს ჩნდებიან, რა თქმა უნდა, მოსახლეობისათვის ეს შეიძლება შეშფოთების საფუძველი იყოს, მაგრამ იქ, ადგილზე, მობილიზებული იყვნენ საქართველოს სამართალდამცავები, უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაკეთდა არაერთი განმარტება, რომ არ ჰქონია ადგილი რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას კონტროლირებად ტერიტორიაზე, არც რაიმე დამატებითი მონაკვეთის მშენებლობის ეპიზოდს და არც რაიმე სხვა ტიპის ინციდენტს, ამიტომ ის განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან ვრცელდებოდა, რომ შემოიჭრნენ და რაღაც უბედურება ხდება, მხოლოდ პროვოცირებდა დაძაბულობას.

კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ და ვიცი, რომ ამ ინფორმაციას არასწორ კონტექსტში ბევრი ავრცელებს - მე გარკვევით ვთქვი, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ჯარისკაცები. ისინი იქ აღარ იმყოფებიან. ამისათვის ყველაფერი გაკეთდა. მინდა, რომ მოვუწოდო ადამიანებს, თუ ჯგუფებს, რომლებიც ზოგჯერ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ მიზანმიმართულად პროვოკაციულ განცხადებას აკეთებენ, რომ ისედაც რთულ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა იმყოფება მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, თავი შეიკავონ და მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს, რადგან ჩვენ რაღაც თემებზე არ ვსაუბრობთ. ეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების თემებია. ამიტომ როგორც პოლიტიკოსები არიან ვალდებულნი, რომ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი პროვოკაცია, ისე ნებისმიერი მოქალაქე და მით უფრო ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აქტივისტები და აქტიური მოქალაქეები არიან. იქნებ აღვიჭურვოთ ამ პასუხისმგებლობით და ამ ქვეყანას ვაკმაროთ, რა უბედურებებიც გადაგვხდა თავს. დღეს სამების ეზოდან გესაუბრებით, სადაც გადმოსვენებული არის შეიარაღებული კონფლიქტის 12 მსხვერპლი, რომელიც 26 წელი დაკარგულად ითვლებოდა. აღარ გვინდა ჩვენ დაღუპული ახალგაზრდები, ქალები, მამაკაცები და ბავშვები. აღარ გვინდა, აღარ დავუშვებთ ომს. მინდა ეს ყველამ კარგად გაიგოს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა