მარიკა დარჩია - დღეს დავესწარით ისტორიულ მომენტს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება შეაფასა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. დარჩიას განცხადებით ახალი გენგეგმის მიღება არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის, არამედ თბილისის ღირსების საკითხია.

„85 წლის წინ, პირველი გენერალური გეგმა მივიღეთ. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დედაქალაქის ისტორიაში მე-5 მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმა განგვეხილა და დაგვემტკიცებინა. რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ დავესწარით ისტორიულ მომენტს,“ - განაცხადა მარიკა დარჩიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, ახალი გენგეგმა ძალაში ხვალიდან შევა და თბილისს განაშენიანების ახალი კონსტიტუცია ექნება.

„ხვალიდან ჩვენ ყველამ ახალი გენგეგმით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მის განხორციელებას ხელი არ შევუშალოთ,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა