გიორგი ტყემალაძე - თბილისის  გენერალური გეგმა დედაქალაქის სწორ, გრძელვადიან და სისტემურ განვითარებას უზრუნველყოფს

თბილისის საკრებულოს ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შეაფასა. მისი თქმით, გეგმა ქალაქის სწორ, გრძელვადიან და სისტემურ განვითარებას უზრუნველყოფს, რაშიც მოსახლეობა უახლოეს მომავალში დარწმუნდება. ტყემალაძის განცხადებით, დოკუმენტი დედაქალაქის ინტერესებზეა მორგებული.

„დავამტკიცეთ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის სწორ, გრძელვადიან და სისტემურ განვითარებას უზრუნველყოფს. დღეს საკრებულომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ სამშენებლო წესებში ცვლილებები შევიტანეთ, რომლითაც K2 კოეფიციენტის გაზრდაზე უარი ვთქვით. მინდა მივულოცო თითოეულ თბილისელს, რადგან ეს ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ მიღებული გადაწყვეტილებებია“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო