სახელმწიფო აუდიტი -  “საქართველოს ფოსტამ“ ერთ წელიწადში თანამშრომლებზე 6,6 მლნ ლარის დაუსაბუთებელი დანამატი გასცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ბრძანებებით, 2017 წლის მანძილზე ფოსტის 1 545 თანამშრომელზე გაცემულია 6 640 481 ლარის დანამატი.

„ ფიქსირებული დანამატების დანიშვნის საფუძვლები ბრძანებებში მითითებული არ არის, ხოლო „ცვლადი დანამატები“, ძირითადად, გაიცემოდა დამატებითი ფუნქცია/მოვალეობებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისათვის. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ვერ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის მონაცემებით, 2017 წელს კომპანიამ შრომით დავებზე განაცდურის სახით 19 თანამშრომელს, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2012-2015 წლებში, სულ აუნაზღაურა 395 616 ლარი. 6 შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ, ხოლო 13 შემთხვევაში, საქმე დასრულდა მორიგებით. აუდიტის შეფასებით, ზემოაღნიშნული ფაქტები უარყოფითად აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია