ვიცე-პრემიერმა  მაია ცქიტიშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის სამოქალაქო პანაშვიდზე გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მთელ საქართველოს. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპულ 12 თანამემამულეს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ ომს. ამასთან, მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვარის საერთაშორისო კომიტეტს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და აფხაზურ მხარეს იმისათვის, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა შესაბამისი პატივით მივაბაროთ მიწას ჩვენი თანამემამულეები. მათი სულების უკვდავსაყოფად, ვალდებულნი ვართ შერიგების რთული გზა გავიაროთ და ერთადგავაგრძელოთ ცხოვრებაერთიანდაძლიერსაქართველოში,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა სამების საკათედრო ტაძარში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედარები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

ამ მექანიზმის ფარგლებში პირველი გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 163 პირი (121- დაკარგულ პირთა ქართული სიიდან, 42- აფხაზური სიიდან).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა