სოფიო ქაცარავა ირანის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ირანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გიორგი მოსიძე და გიორგი ხატიძე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ირანს შორის არსებული მჭიდრო ისტორიულ ურთიერთობები მიმოიხილეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს, ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანებს შორის არსებული ორმხრივი კავშირები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

„სპარსეთის ყურესთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები საკმაოდ აქტიურია და მნიშვნელოვანია, რომ ის კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრის დასასრულს, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ირანში მიიწვია, რაზეც სოფიო ქაცარავამ მზაობა გამოხატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო