კახა კალაძე - გენგეგმით ვერ გამოვასწორებთ იმ შედეგებს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, თუმცა სამომავლოდ არ დავუშვებთ შეცდომებს და  ქალაქი  სწორად განვითარდება

გენერალური გეგმით ვერ გამოვასწორებთ იმ შედეგებს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, თუმცა სამომავლოდ არ დავუშვებთ შეცდომებს და ქალაქი სწორად განვითარდება , - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებას. მისი თქმით დღეს დამტკიცებული გენერალური გეგმა 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს და ამ დოკუმენტის შესაბამისად მოხდება ქალაქის სწორი განაშენიანება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ თბილისის საკრებულომ დაამტკიცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ ამ დოკუმენტს დაეფუძნება ქალაქის გრძელვადიანი განვითარება და რაც მთავარია, ქალაქის სწორი განვითარება. ამ დოკუმენტით ჩვენ თავიდან ავიცილებთ იმას, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში დედაქალაქში და ჩემი აზრით, არავის სიამოვნებს და მოსწონს ის შედეგი, რაც მივიღეთ და რაც ხდება სამშენებლო მიმართულებით ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით. შესამისად, გენერალური გეგმის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე უნდა აღვნიშნო ის, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არსებულ მდგომარეობას, იმ შედეგს, რაც მივიღეთ წლების განმავლობაში, გენერალური გეგმით გამოვასწორებთ, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამომავლოდ ჩვენ არ დავუშვებთ შეცდომებს და მოხდება ქალაქის სწორი განვითარება და შეწყდება ქალაქის ქაოტური განაშენიანება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა