დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის განმავლობაში ვეტოს უფლება პირველად გამოიყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო აშშ-ს კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო სიტუაციის გაუქმებას შეეხებოდა. შესაბამის დოკუმენტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თეთრ სახლში თავისი ადმინისტრაციის წევრების თანდასწრებით.

„კონგრესი უფლებამოსილია ეს რეზოლუცია მიიღოს, ხოლო ჩემი მოვალეობაა ვეტო დავადო მას“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის შემოღება კანონის ნორმებს შეესაბამებოდა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ვეტოს უფლებას იყენებს. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში ხმათა 2/3 არის საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე. აღნიშნულ ნაბიჯზე აშშ-ს პრეზიდენტი მას შემდეგ წავიდა, რაც კონგრესმა მას 5.7 მილიარდი აშშ დოლარი არ გამოუყო მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად. საგანგებო მდგომარეობის შემოღება კი მას საშუალებას აძლევს კონგრესის გვერდის ავლით გამოიყენოს საჭირო თანხები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს