„აიპლიუსი“ პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს

წვევამდელთა სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით, Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში - „აიპლიუსი“ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს. კომპანია დეპუტატ სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელსაც არასწორს უწოდებს, ხოლო სახელმწიფოს სავალდებულო ჯარში გაწვევის ნაცვლად, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინტელექტუალური რესურსების განვითარებისკენ მოუწოდებს.

„ბატონო ირაკლი, როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში როდესაც ტექნოლოგიური ბუმია, სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს მეტად განათლებული ახალგაზრდობა, გონებრივად სხარტი და ინტელექტუალურად განვითარებული საზოგადოება. სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს ახალგაზრდების განათლების ხარისხზე, მათი ინტელექტუალური რესურსების ჩამოყალიბებასა და დახვეწისათვის ზრუნვაზე - მხოლოდ განათლება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი იარაღი. მაგალითისთვის, ძლიერ 20-ტონიან სპილოს ჭკვიანი ადამიანი მართავს.

ტექნოლოგიების ეპოქაში არ მიგვაჩნია სწორად სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების იძულება სამხედრო სამსახურის გასავლელად. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით იგეგმება კანონის მიღება, რომლის მიხედვით სტუდენტები 3 დღეში ერთხელ 24 საათით ყარაულად იმსახურებენ, ხოლო ანაზღაურების სახით ყოველთვე 250 ლარს მიიღებენ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი არასწორია - რადგან კანონპროექტის კანონად ქცევა ნიშნავს, რომ ჩვენს სახელმწიფოს სურვილია სტუდენტები სწავლას მოვწყვიტოთ და ე.წ. ვიშკაზე ყარაულებად დავაყენოთ.

აღნიშნული ინიციატივა, ამოვარდნილია თანამედროვე გამოწვევებისგან, რადგან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დღეს იარაღი ნაკლებად არის პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. არსებულ მდგომარეობაში ძალიან გვჭირდება ჩვენი ახალგაზრდების ინტელექტუალებად ჩამოყალიბება - მათ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება.

ცხადია, ჯარი საჭიროა ქვეყნისათვის ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხის მინიმალურ დონეზე გადასაჭრელად, თუმცა იძულებით ჯარში “გამწესება” ვერ იქნება სასარგებლო ქვეყნისთვის, მსოფლიო პრაქტიკაც მიანიშნებს, რომ ჯარი უნდა იყოს საკონტრაქტო და ფორმირებული ჯარისთვის მოტივირებული ახალგაზრდებისგან.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ, სესიაშვილის კანონპროექტში მოცემული ყარაულის ანაზღაურება - თვეში 250 ლარი (2 წლის მანძილეზე 6000 ლარი) ერთიანად უნდა ჩადოს ყველა ახალგაზრდის მომავალში.

გთავაზობთ, ყველა ახალგაზრდას ვისაც შეუსრულდება 18 წელი, სახელმწიფომ საჩუქრად გადასცეს iPhone. iPlus მზად არის სპეციალური ფასი შემოგთავაზოთ. დაბეჯითებით შეგვიძლია გითხრათ, რომ 6000 ლარზე ბევრად ნაკლები დაუჯდება ბიუჯეტს თანამედროვე ტექნოლოგიების ახალგაზრდებისთვის გადაცემა, ხოლო შედეგად ახალგაზრდა ინტელექტუალური და გონებაგამჭრიახი თაობის აღზრდით ათასჯერ მეტ ბენეფიტს მიიღებს სახელმწიფო. ტექნოლოგიებთან ახალგაზრდობის დაკავშირება მეტად სასარგებლოა, ვიდრე 18 წლის ბიჭის ცივილიზაციასა და განათლებისგან მოწყვეტა და სადღაც “ვიშკაზე“ ყარაულად დაყენება.

პატივისცემით და ჩვენი წინადადების განხილვის იმედით iPlus-ის ადმინისტრაცია. რომლის წევრებსაც არ გაუვლიათ ჯარი, თუმცა ზრუნავენ ინტელექტუალი ჯარისკაცების აღზრდისათვის, წვლილი შეაქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით, ახალგაზრდა თაობის ყველაზე დიდი იარაღის - “ჭკუის” განვითარებაში”, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარესადმი “აიპლიუსის” მიერ გაგზავნილ ღია წერილში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა